7 septembre 2019
“ფრანგი პიანისტის ლიდი სოლომონის კონცერტი ბათუმის თეატრში”
“ახალგაზრდა ფრანგი პიანისტის ლიდი სოლომონის კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის მე-6 საფესტივალო დღეს, ბათუმის თეატრის სცენა ახლგაზრდა ფრანგ პიანისტს დაეთმო.
ლიდი სოლომონი ბათუმში ფესტივალის პარტნიორის, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ხელშეწყობით ჩამოვიდა.
ღონისძიების დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელმა სალომე მურვანიძემ მიმართა.
ნიჭიერმა შემსრულებელმა სოლო კონცერტზე ლუდვიგ ვან ბეთხოვენის, მიშელ სონისა და მორის რაველის ნაწარმოებები შეასრულა.
კონცერტს ფესტივალზე სტუმრად მყოფი, ცნობილი ფრანგი მუსიკოსი და მუსიკის ინოვაციური სწავლების მეთოდის ავტორი მიშელ სონი დაესწრო.”