6 septembre 2019
“ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე ლიდი სოლომონის კონცერტი გაიმართა”
“ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის მეექვსე საფესტივალო დღეს, ბათუმის დრამატული თეატრის სცენა ფრანგ პიანისტს, ლიდი სოლომონს დაეთმო.
ლიდი სოლომონი ბათუმში ფესტივალის პარტნიორის, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ხელშეწყობით იმყოფება. პიანისტმა სოლო კონცერტზე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, მიშელ სონისა და მორის რაველის ნაწარმოებები შეასრულა.
კონცერტს ფესტივალზე სტუმრად მყოფი, ფრანგი მუსიკოსი და მუსიკის ინოვაციური სწავლების მეთოდის ავტორი მიშელ სონი დაესწრო.”