Lydie Solomon Pianiste

პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში – ინტერპრესნიუსი

6 décembre 2019

“პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში ქართველ ვირტუოზების გალა კონცერტი გაიმართა”

“პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში, შანზელიზეზე საერთაშორისო ფონდ SOS Talents – ის საშობაო გალა კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილოება მიიღო სხვადასხვა ქვეყნიდან ფონდის რვა სტიპენდიანტმა. გალა კონცერტში ცნობილი ქართველი პიანისტის – ელისო ბოლქვაძის ინიციატივით და ხელშეწყობით, 4 ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მონაწილეობდა: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და 10 წლის ლიზა მეგრელიშვილი ქუთაისიდან, რომელიც კონცერტის ყველაზე ახალგაზრდა ტალანტია.
საღამო ტრადიცულად მარსელ დასოს ოჯახის და დასოს საავიაციო ინდუსტრიული კომპანიის მხარდაჭერით გაიმართა. წელს კი კონცერტი მიეძღვნა ქალბატონი Nicole Dassault-ს ხსოვნას. მოწვეული საზოგადოების წინაშე წარსდგნენ სხვადასხვა ეროვნების ნორჩი და უკვე სახელგანთქმული ვირტუოზი პიანისტები, რომლებიც ფონდ “SOS Talents” -ის ლაურეტები არიან.
ყოველ წელს შანზელიზეს მე-19 საუკუნის სასახლე და მისი მფლობელი მეცენატების ოჯახი – ექსკლუზიურად ფონდის ტალანტების გალა კონცერტს მასპინძლობს. ფონდი SOS Talents-ს 2000 წელს საერთაშორისო ცნობილმა ფრანგმა მუსიკოსმა და მეთოდოლოგმა – მიშელ სონიმ დაარსა. ფონდის ძირითადი მიზანია, ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სცენაზე წარმოჩენა.
საქართველოდან ფონდისთვის მუსიკალური ტალანტების აღმოჩენა პიანისტის და იუნესკოს პირველი ქართველი არტისტის – ელისო ბოლქვაძის ძალისხმევით ხდება.
ბევრმა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა სწორედ ამ ფონდის დახმარებით გაიკვალა გზა საერთაშორისო სცენისკენ.”

ინტერპრესნიუსი, 06.12.2019